https://www.google.ru/url?sa=i&rct=j&q=&esrc=s&source=images&cd=&cad=rja&docid=eab2cMTa_Wa3aM&tbnid=2CZLnyg0fe7HYM:&ved=0CAUQjRw&url=http%3A%2F%2Fligamus.iliauni.edu.ge%2Findex.php%3Froute%3Dproduct%2Fproduct%26product_id%3D1895&ei=59UNUtCUG83GtAaF7YCIAQ&bvm=bv.50768961,d.Yms&psig=AFQjCNEEi-I3gt29SvAiS-0sM7d_qYbE4w&ust=1376724788473146

Posted in Uncategorized | Leave a comment

რა არის ისტორია?

ალბათ საკმაოდ ბევრს ვწერ ისტორიაზე და ვცდილობ რამე საინტერესო დავწერო. არ ვიცი ეს როგორ გამომდის მაგრამ შევეცდები გავაგრძელო ჩემი ეს საქმიანობა.

მინდა ავხსნა რატომ გადავწყვიტე მქონოდა ბლოგი მაინც და მაინც ისტორიაზე და არა სხვა, განსხვავებულ მეცნიერებაზე, ან რატომ არ ჩევუღრმავდი თანამედროვე ეპოქას.

“რა საჭიროა ისტორია?” – ჰკითხა ერთხელ შვილმა მეოცე საუკუნის ცნობილ ფრანგ ისტორიკოსს – მარკ ბლოკს.პასუხის ძიებაში მამამ მთელი წიგნი დაწერა, რომელმაც მას საყოველთაო აღიარება მოუპოვა.

მარკ ბლოკმა ისტორია განმარტა, როგორც “მეცნიერება ადამიანების შესახებ დროში”, ხოლო ისტორიკოსი ზღაპრულ კაციჭამიას შეადარა, რომელიც ყოველთვის იქაა, სადაც “ადამიანის სუნი სცემს.”

კიდევ ერთმა არანაკლებ ცნობილმა  ისტორიკოსმა და ისტორიის ფილოსოფოსმა – რობინ ჯორჯ კოლინგვუდმა კი ასე განავრცო მარკ ბლოკის განმარტება:”ისტორია, ანუ ადამიანის ქმედებანი წარსულში, ესაა მხოლოდ გონიერ მოქმედ პირთა მიერ ჩადენილი საქმეები, გონებით ნაკარნახევი მიზნების მისაღწევად.”

ეს უფრო მეცნიერულ-ფილოსოფიური ახსნაა იმ მოღვაწეებისა, რომლებმაც თავიანთ საარსებო წყაროდ ისტორია აირჩიეს.

მე შევეცდები ბრძენი მოღვაწეების დახმარებით და არამეცნიერული გზით ავხსნა რა არის ისტორია.

ეს არის რომანი, რომელიც იყო. რომანი კი, ეს არის ისტორია, რომელიც სეიძლებოდა მომხდარიყო.ეს არის სამხატვრო გალერეა, სადაც ცოტა ორიგინალი და ბევრი ასლია, სადაც ნახატები იმითვის იყრიან თავს, რომ დავადგინოთ ჭეშმარიტება.ეს არის დროის ნამდვილი მოწმე,ჭეშმარიტების სხივი, მეხსიერების ცხოვრება, ცხოვრების მასწავლებელი და ქვეყნის მოამბე.ეს არის ჩვენი საქმეების საგანძური, წარსულის მოწმე, მაგალითი და სწავლება აწმყოსთვის, სიფრთხილე მომავლისთვის.ის ცოცხალი შემოქმედი ძალაა, რომლის შთამაგონებელი სახე ადამიანებს თავიანთ პასუხისმგებლობას მოაგონებს.

აქვე არ შემიძლია  არ ვახსენო საქართველოს გამორჩეული მოღვაწის – ილია ჭავჭავაძის სიტყვები:”ისტორია იმითია დიდი, რომ გვიჩვენებს ჩვენ წინაპართა ცდომილებას, მასთანვე გვასწავლის ჭკუას, როგორ უნდა მოვიქცეთ. წინა კაცსა უკანა მომდევარი იმისთვის უყურებს, რომ, ვინიცობაა, წინამ ფეხი წამოჰკრას და ყირაზე გადაიაროს, უკანამ ნახოს და იმ გზას შორს მოუაროს.მთელი  უწინდელი ცხოვრება სულ უსარგებლო იქნება, თუ იმიათ ცხოვრებიდამ ჩვენს სასარგებლოს არას გამოვიტანთ.”

მე ძალიან მომწონს ეს სიტყვები და სავსებით ვეთანხმები დიდი ილიას ნააზრევს. აღარ მოვყვები ბევრ აბდა-უბდას და ჩემს პოსტს მოწოდებით დავამთავრებ.ნუ განვსჯით აწმყმოს და კაცობრიობას ისტორიის დახმარებით.მას განსჯა კი არა, ახსნა ევალება.ისტორია მოსამართლე არ არის, ის ადვოკატია მსოფლიო ისტორიულ სასამართლოზე.სწორედ ეს არის მისი ხიბლი,სწორედ ეს არის ისტორია!

 

Posted in Uncategorized | Leave a comment

ისტორია – ჩვენი მამა, ჩვენი შვილი და ჩვენ…

ჩვენ  აღბრთოვანებულნი ვართ წარსულით,მაგრამ ვცხოვრობთ თანამედროვეობით.ამიტომაც ვფიქრობ, რომ ბევრი რამ არ გვესმის.ისე ცუდად კი არაფერი არ ვიცით, ვიდრე ის, რომ თითოეულმა უნდა იცოდეს კანონი. ალბათ დაგებადებათ კითხვა – რა შუაშია აქ კანონი. ვფიქრობ, რომ სწორედფ კანონია,ვალდებულებაა იმის ცოდნა, თუ ვინ ვართ და რას ვქმნით მომავლისთვის. ჩვენ ვართ ისტორია, ისტორიისვე შექმნილი და ჩვენვე შევქმნით მას.ანუ, ისტორიაა მამა ჩვენი,შვილი ჩვენი და ჩვენ.ჩვენი სულის სტრუქტურა იმავე დროს ისტორიის სტრუქტურაა:რაკი ისტორიაში ვცხოვრობთ ჩვენი ბედი იკვანძება ისტორიაში და არა ბუნებაში.უცნაურია ის ფაქტი, რომ ბევრის ინტერესს მოცილებულია საკუთარი “ბედი”(ისტორიას ვგულისხმობ).სირცხვილია არ გვაინტერესებდეს ვინ იყვნენ ჩვენი წინაპრები,ვინ ვართ ჩვენ და ვინ იქნებიან ჩვენი შვილები.

როგორც ილია იტყოდა:”აღდგენა ისტორიისა – ერის გამოცოცხლებაა, აწმყოს გაგება და წარმართვაა. მერმისის გამორკვევაა სიბნელისაგან.”დავუჯეროთ მას!ჩვენვე ვეცადოთ აღვადგინოთ და ამით შევქმნათ კარგი ისტორია!

რატომ?

“ვინც წარსულს ივიწყებს,ის მომავალზედაც ხელს იღებს და მარტო აწმყოზე შეჩერებული, უსულდგმულო, საპირუტყვო პარგალში რჩება. ჩვენ კი გვჭირდება მომავალი თობა,რომელიც უარმყოელი კი არ არის წარსულისა, მკვლევარია და მამა-პაპის ანდერძს დღესაც კიდევ გამოსადეგ საფუძვლად უდევს მომავალს, რომ კავშირ-განუწყვეტლად განაგრძოს ისტორიული ცხოვრება.”

გაგიხარდებოდათ ისეთი პირმშოს ყოლა,რომელსაც უბრალოდ არ აინტერესებს თავისი ოჯახის უძველესი ამბები,ან თუნდაც ზღაპრები,რომელსაც გულმოდგინედ უკითხავთ ხოლმე?

-არა რა თქმა უნდა!

დედა თავის შვილს აკვანთან უმღერის მშობლიურ სიმღერებს, უყვება ძველთაძველ ზღაპრებს და ნამდვილ ამბებს.ცუდია ის შვილი, რომელიც გაიზარდა და არ ისურვა სცოდნონდა თავისი დედაისტორია.

სწორედ ასეთი შვილები ვართ ჩვენ და ასეთ შვილებად გავზრდით მომავალ თაობებს, თუ არ შევიცვალეთ და დავრჩით ისეთივე “პირუტყვები”, როგორებიც ვართ.

Posted in Uncategorized | Leave a comment